ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთში 41:3 გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია. ჩვენ გუნდს 0,75 ქულა ერგო, იტალიის ნაკრებს გაასწრო და ახლა 75,94 ქულით მე-12 ადგილზეა.

ბორჯღალოსნები მე-11 ადგილზე მყოფ სამოას გუნდს 0,09 ქულით ჩამორჩებიან. რისი აღმოფხვრაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ორ მატჩში სავსებით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 მარტს რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ფინალში მეტოქე პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება.

მსოფლიო რეიტინგი
1. ირლანდია – 91,33 ქულა, 2. საფრანგეთი – 89,38. 3. ახალი ზელანდია – 88,98. 4. სამხრეთი აფრიკა – 88,97. 5. შოტლანდია – 83,36. 6. ინგლისი – 82,27. 7. ავსტრალია – 81,80. 8. არგენტინა – 80,72. 9. უელსი – 77,73. 10. იაპონია – 77,39. 11. სამოა – 76,03. 12. საქართველო – 75,94. 13. იტალია – 75,83. 14. ფიჯი – 74,84. 15. ტონგა – 71,21

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *