საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 38:11 დაამარცხა და მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია. ბორჯღალოსნებმა, რომლებიც აქამდე მე-12 ადგილზე იყვნენ, 0.30 ქულა მიღეს, 76,23 ქულა დაუგროვდათ და სამოას ნაკრებს გადაასწრეს. ჩვენი ნაკრები მე-11 ადგილზე მოკლე დროით აქამდეც ყოფილა. ეს ყველაზე მაღალი საფხურია, რასაც აქამდე მიუღწევია.
ჩვენს წინ ახლა იაპონიის ნაკრებია, რომელსაც 1,16 ქულით ჩამორჩება.
მსოფლიოს რეიტინგი
1,ირლანდია – 91,82 ქულა
2. საფრანგეთი – 90,47
3. ახალი ზელანდია – 88,98
4. სამ. აფრიკა – 88,97
5. შოტლანდია – 82,77
6. ინგლისი – 82,12
7. ავსტრალია – 81,80
8. არგენტინა – 80,72
9 .უელსი – 78,08
10. იაპონია – 77,39
11. საქართველო – 76,23
12. სამოა – 76,03
13. ფიჯი – 74,84
14. იტალია – 74,63