საქართველოს ნაკრები უკვე სამხრეთ აფრიკაშია, სადაც მსოფლიოს თასის მფლობელებთან 2 და 9 ივლისს ითამაშებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან მატჩში მუხლი დაიზიანა და გაფართოებულ რაზმს გამოაკლდა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.
ბორჯღალოსნები ტურნეში საკმაოდ დიდი დანაკლისით გაემგზავრნენ. ტრავმების გამო არ ითამაშებენ: ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა, დავით მესხი და სოსო მათიაშვილი.
“გაჩეჩილაძის მუხლის დაზიანების ხარისხი 48 საათის შემდეგ გახდება ცნობილი და ის სამხრეთ აფრიკაში ვერ წავიყვანეთ. ფეხი აწუხებს დავით მესხსაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე ძალიან ბევრი ტრავმები გვქონდა და არსებული შემადგენლობიდან კიდევ რამდენიმე გამოცდილი მორაგბე გამოგვაკლდა” – თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, ლუკა ჯაფარიძე, გია ხარაიშვილი
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური, გიორგი ჯავახია, მიხეილ ბაბუნაშვილი
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე, ირაკლი ცხადაძე, ილია სპანდერაშვილი
N9: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია
N10: თედო აბჟანდაძე, გიორგი ბაბუნაშვილი
N12-13: მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, ოთარ ლაშხი, ირაკლი სიმსივე
N11-14: აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე
N15: დავით ნინიაშვილი