საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ბორჯღალოსნებმა პირველი ვარჯიში გამართეს. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თქვა, გუნდის მიზანი ტიტულის დაცვა და მომავალი მსოფლიოს თასისთვის მზადებაა.
პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 5 თებერვალს ავჭალის სარაგბო სტადიონზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო ორი თამაში კი, ნიდერლანდებსა და ესპანეთში გვექნება.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო)
№ 9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი)
№10: ლაშა მალაღურაძე (ყოჩები), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი)
№12-13: გიორგი კვესელაძე (გლოსტერი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი)
№11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი)
№15: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
5 თებერვალი
საქართველო – გერმანია
11 თებერვალი
ნიდერლანდები – საქართველო
18 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო