საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში, თელავში, ნიდერლანდების ნაკრებს 48:15 მოუგო და პირველი ადგილი ოფიციალურად გაიფორმა.
ბორჯღალოსნებმა, ფაქტობრივად, თამაში სეირნობით მოიგეს. პირველ ტაიმში სტუმრებმა ჩვენს გუდნს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ შვიდი ქულით დათმეს – 8:15.
შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები სულ სხვა შემართებით გამოვიდა სათამაშოდ და პირველ ნახევარში გატანილ სამ ლელოს კიდევ ხუთი მიუმატეს.
ბრწყინვალედ ითამაშა ბორჯღალოსნების ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. ორი ლელო მიითვალა გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ.
დღესვე ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 2 და 9 ივლისს ბოკეს დაუპირისპირდება.
საქართველო-ნიდერლანდები 48:15
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ილია სპანდერაშვილი
16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი
8ლ: ნინიაშვილი (3), ტაბუცაძე (2), ლობჟანიძე, გოგიჩაშვილი, ჯავახია. 4გ: აბჟანდაძე, ბაბუნაშვილი (3).
სინბინი: სპანდერაშვილი
ნიდერლანდები: 15. ტეჰაუორა კემპბელი, 14. სიმ ნურმანი, 13. ბარტ ვირენხა, 12. დავიდ ვირსმა, 11. იორდი ჰოპი, 10. მის ფანურდი, 9. ამირ რადემაკერი. 1. ჰუგო ლანჰელანი, 2. როს ბენი-ქოულსონი, 3. ენდრიუ დარლინგთონი, 4. კუნ ბლუმენი, 5. მარკ ვოკე, 6. ნილს ფან დე ფენი, 7. ვოლფ ფან დეიკი, 8. დეივ კულმანი
16. მაიქ მბოდი, 17. ლოდი ბუეისი, 18. დელანო იანსენ ფან დერ სლიხტე, 19. მარეინ ჰეისი, 20. ჯიმი ბუკრეიკი, 21. იუგო შოლერი, 22. დეილი ლიმენი, 23. ბლეიქ ნაინთიგეილი
2ლ: ჰოპი, ფან დეიკი. ს.გ – ვირსმა, რადემაკერი.
სინბინი: ვირსმა, ფან დეიკი
მსაჯი: ალეკსანდრუ იონესკუ (რუმინეთი)