ბორჯღალოსნებს ოთხი წამყვანი მორაგბე დაუბრუნდა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 27 თებერვალს, დინამო არენაზე გასამართი 250-ე ტესტისთვის, რომელშიც რუსეთის ნაკრებს დავუპირისპირდებთ, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

გამოძახებუია სულ 33 მოთამაშე. აქედან 19 მორკინალია და 14 უკნახაზელი. გუნდს უბრუნდებიან დავით ნინიაშვილი და კოტე მიქაუტაძე, რომლებმაც ტრავმები მოიშუშეს. მწვრთნელებმა უხმეს გიორგი კვესელაძეს გლოსტერიდან“ და ბექა გორგაძეს პოდან, რომლებსაც პორტუგალიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

ბორჯღალოსნებმა რუსების წინააღმდეგ სულ 25 მატჩი გამართეს. აქედან 23 მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც, 1993 წელს გამარჯვება რუსებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), გიორგი პერტაია (შავი ლომი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა)

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი)

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი

N:9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი)

N:10: თედო აბჟანდაძე (ბრივი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი)

N:12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი,), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), თორნიკე კახოიძე (ლელო), დემე თაფლაძე (შავი ლომი,)

N:11-14: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი)

N:15: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)

 

Leave a comment

Your email address will not be published.