ბოსნია – მსაჯები კინაღამ მანქანაში დაწვეს (+video)

დიდი ამბები იყო ბოსნიაში. ქალაქ მოსტარში ველეჟი მასპინძლობდა ბორაცს… ეს უმაღლესი ლიგის მატჩი იყო, ორივე ტრადიციული კლუბია. 82-ე წუთზე, როცა ველეჟი 0:2 აგებდა, მასპინძელთა ფანები გადმოხტნენ სტადიონზე და მსაჯ საბრია ტოპალოვიჩისკენ იწევდნენ.

თამაში შეწყდა და ველეჟს 0:3 წაგება ჩაეთვალა. მსაჯები ძლივს გაარიდეს და გასახდელში შეიყვანეს. ტოპალოვიჩი და გვერდითი მსაჯები მანქანაში ჩასხდნენ, პოლიციის დახმარებით დატოვეს სტადიონის ტერიტორია… უკვე დედაქალაქ სარაევოს იყვნენ მიახლოებულები, როცა სამმა ხულიგანმა ქვები დაუშინეს.  გააჩერებინეს მანქანა და მხოლოდ ეს არა: მანქანას პიროტექნიკის საშუალებით ცეცხლი წაუკიდეს, დაწვეს.

მსაჯებმა ძლივს მოასწრეს გადმოხტომა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ერთი მათგანი საავადმყოფოში წაიყვანეს – სახეზე დამწვრობების გამო.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *