NBA-ს მიმდინარე სეზონში “ბოსტონი” ყველაზე სტაბილური გუნდია. ჯო მასულას გაწვრთნილი “სელტიქსი” სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს(25/5), თუმცა დასავლეთ კონფერენციის გუნდებთან თამაში ძალიან უჭირს.
3 კვირის წინ “ბოსტონი” გასვლით ტურნეზე უშანსოდ დამარცხდა ჯერ “ლეიკერსთან”, შემდეგ “გოლდენ სტეიტთან”, ხოლო ბოლოს უკვე “კლიპერსთან” განადგურდა 93-113.
“სელტიქსს” ეს უკანასკნელი მარცხი მწარედ ახსოვდა და დღეს გამთენიისას, TD GARDEN-ში გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში “ბოსტონმა” “კლიპერსი” 116-110 დაამარცხა და მეტნაკლებად რევანში აიღო.
თანაბარ ბრძოლაში მილეული პირველი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები გამოფხიზლდნენ – ჯეილენ ბრაუნის და ჯეისონ ტეიტუმის ზუსტი სროლების შედეგად საკუთარი გუნდის ჰანდიკაპი 12 ქულამდეც კი გაზარდეს, თუმცა პირველი ტაიმი საბოლოოდ 11 ქულიანი სხვაობით მოიგეს 60-49.
დიდი შეხვენების შემდეგ, პარკეტზე დაბრუნებულმა “კლიპერსმა” რეჯი ჯექსონის სნაიპერული თვისებების ფონზე მალევე დაქაჩა ჩამორჩენა და ყველაფერი ისევ “თავიდან იწყებოდა”.
ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მასპინძლებმა 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თითქოს შეხვედრის ბედიც გადაწყდა, თუმცა ჯერ პოლ ჯორჯმა აიღო საკუთარ თავზე ლიდერობა და “მცირე ქამბექი” შეასრულა, რასაც კავაი ლეონარდის ზუსტი სამქულიანი მოყვა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა 113-110.
დარჩენილ მცირე დროში კალიფორნიულმა გუნდმა მცდელობა არ დააკლო, თუმცა საბოლოოდ მატჩი მაინც წააგო 110-116.
ბოსტონი –კლიპერსი 116:110 (27:26, 33:23, 24:36, 32:25)
ბოსტონი:ტეიტუმი (29 + 11 მოხსნა), ბრაუნი (29 + 7 მოხსნა), Смарт (17 + 9 პასი), ვაითი (15), ჰორფორდი (8 + 7 მოხსნა) – სასტარტო; რ.უილიამსი (12), გ. უილიამსი (3 + 10 მოხსნა), ჰაუზერი(3), პრიჩარდი (0).
კლიპერსი:ლეონარდი (26 + 8 მოხსნა), ჯორჯი (24 + 6 პასი), ზუბაცი (13 + 11 მოხსნა), მარკუს მორისი (12), ჯექსონი (8) – სასტარტო; პაუელი (19), ვოლი (8), კენარდი (0), ბატუმი (0), მენნი (0).