“ბოსტონის” ჩემპიონობის შანსი 86%-ია

3 ივნისს, გამთენიისას, დილის 5 საათზე სტარტს აიღებს NBA-ს სუპერ ფინალური სერია. ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან  ბოსტონი vs გოლდენ სტეიტი.

null

აღმოსავლეთ კონფერენცია “ბოსტონ სელტიქსმა” მოიგო. ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ გათამაშები მძიმე სტარტი აიღო და 50 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოგება წაგების თანაბარი ბალანსი ქონდა 25/25.

სეზონის მეორე ნახევარში “სელტიქსმა” ძალიან მოუმატა, განსაკუთრებით დაცვაში თამაშს და მნიშვნელოვნად გამოასწორა ხარისხი – გუნდმა რეგულარული 51 გამარჯვებით და 31 მარცხით დაასრულა, რამაც საშუალება მისცა “ბოსტონს” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაეკავებინა და პლეიოფის 2 ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოეპოვებინა (ჩამორჩა მხოლოდ “მაიამის” 53-29).

null

პლეიოფის პირველ რაუნდში NBA-ს 17 გზის გამარჯვებულ გუნდს თითქოს არ გაუმართლა, როდესაც პლეი ინის გამარჯვებული “ბრუკლინი” შეხვდა. ლიდერთა ტრიოს (ტეიტუმი, ბრაუნი, სმარტი) დახმარებით “ბოსტონმა” ზედიზედ 4 შეხვედრა მოუგო კევინ დურანტის და კაირი ირვინგის “ბრუკლინს” და საკმაოდ მარტივად გამოთიშა ასპარეზობას ჩემპიონობის ერთერთი პრეტენდენტი ფრენჩაიზი.

ბოსტონი – ბრუკლინი 115:114

ბოსტონი – ბრუკლინი 114:107

ბრუკლინი – ბოსტონი 103:109

ბრუკლინი – ბოსტონი 112:116

null

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სტადიაზე “სელტიქსს” NBA-ს მოქმედი გამარჯვებული “მილუოკი” ელოდებოდა. “ბოსტონმა” ურთულეს, 7 მატჩიან დუელში შეძლო NBA-ს მოქმედი ჩემპიონების დამარცხება და იანის ანტეტენკუმპო  ბრძოლას გამოთიშა.

სერიაში გადამწყვეტი სერიის მეშვიდე შეხვედრა გახდა, რომელშიც ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ TD GARDEN-ში 109-81 გაანადგურა “ბაქსი” და უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მეხუთედ გავიდა კონფერენციის ფინალში.

ბოსტონი – მილუოკი 89:101

ბოსტონი – მილუოკი 109:86

მილუოკი – ბოსტონი 103:101

მილუოკი – ბოსტონი 108:116

ბოსტონი – მილუოკი 107:110

მილუოკი – ბოსტონი 95:108

ბოსტონი – მილუოკი 109:81

null

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშიც არანაკლებ დაძაბული ბრძოლა ელოდა “ბოსტონს” “მაიამისთან” – 6 გამართული მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში 3:3 იყო და გადამწყვეტი შეხვედრა ამჯერად “ჰიტის” საშინაო არენაზე იმართებოდა, თუმცა “სელტიქსმა” 100-96 იმარჯვა და ფრენჩაიზ ისტორიაში 22-ედ გავიდა სუპერ ფინალში, აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფების საუკეთესო მოთამაშედ კი ჯეისონ ტეიტუმი დასახელდა.

მაიამი – ბოსტონი 118-107

მაიამი – ბოსტონი 102-127

ბოსტონი – მაიამი 103-109

ბოსტონი – მაიამი 102-82

მაიამი – ბოსტონი 80-93

ბოსტონი – მაიამი 103-111

მაიამი – ბოსტონი 96-100

null

დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის გამარჯვებული “გოლდენ სტეიტი” გახდა. სტივ კერის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარული სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო – წამყვანი მოთამაშეები ტრავმები არ აძლევდა “ვორიორზს” საშუალებას სტაბილურად მოეგო მატჩები.

სეზონის მეორე ნახევრიდან დაბრუნდა კლეი ტომფსონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის სწორი ბალანსის დაჭერაში – როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სერიოზული პროგრესი ქონდათ სან – ფრანცისკოული გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებს – ჯორდან პულს და ჯონათან კუმინგას.

“გოლდენ სტეიტმა” რეგულარული გათამაშება 53 მოგებით და 29 წაგებით დაასრულა, დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი დაიკავა და პლეიოფის პირველ რაუნდში მეექვსე ადგილოსან “დენვერს” დაუპირისპირდა.

null

“ვორიორზმა” რეგულარულის MVP ნიკოლა იოკიჩს და მის “ნაგეთსს” წარმატებაზე ფიქრის არანაირი შანსი არ დაუტოვა და სერია 4:1 მოუგო.

გოლდენ სტეიტი – დენვერი 123:107

გოლდენ სტეიტი – დენვერი 126:106

დენვერი – გოლდენ სტეიტი 113:118

დენვერი – გოლდენ სტეიტი 126:121

გოლდენ სტეიტი – დენვერი 102:98

null

პლეიოფის მეორე რაუნდში “გოლდენ სტეიტის” მეტოქე ახალგაზრდა ლიდერებით დაკომპლექტებული “მემფისი” იყო. სერიის ბოლოსკენ რომ არა ჯა მორანტის ტრავმა, შესაძლოა “გრიზლისს” სენსაციაც მოეხდინა, თუმცა სტეფ კარიმ და მისმა თანაგუნდელებმა სერია 4:2 მოიგეს და კონფერენციის ფინალში გავიდნენ.

მემფისი – გოლდენ სტეიტი 116:117

მემფისი – გოლდენ სტეიტი 106:101

გოლდენ სტეიტი – მემფისი 142:112

გოლდენ სტეიტი – მემფისი 101:98

მემფისი – გოლდენ სტეიტი 134:95

გოლდენ სტეიტი – მემფისი 110:96

null

კონფერენციის ფინალში “გოლდენ სტეიტს” ლუკა დონჩიჩი და მისი “დალასი” დაუპირისპირდა. “ვორიორზმა” კლასის და გამოცდილების ხარჯზე “მავერიქსს” სერია 4:1 მოუგო და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მეექვსედ გავიდა სუპერ ფინალში. დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის საუკეთესო მოთამაშედ კი სტეფ კარი დასახელდა.

გოლდენ სტეიტი – დალასი 112:87

გოლდენ სტეიტი – დალასი 126:117

დალასი – გოლდენ სტეიტი 100:109

დალასი – გოლდენ სტეიტი 119:109

გოლდენ სტეიტი – დალასი 120:110

null

“ბოსტონი” და “გოლდენ სტეიტი” NBA-ს სუპერ ფინალების ისტორიაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანთს რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩში სტუმარმა გუნდმა იმარჯვა – ჯერ “გოლდენმა” მოიგო ბოსტონში 111:107, ხოლო სან-ფრანცისკოში “სელტიქსმა” რევანში აიღო 110:88.

BPI (Basketball Power Index)-ის რეიტინგით “სელტიქსის” სუპერ ფინალში გამარჯვების შანსი 86,2%-ია, ხოლო “გოლდენ სტეიტის” 13,8%. ამ მოსაზრებას ეთანხმება ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ მოედნის უპირატესობა “გოლდენ სტეიტის” მხარესაა.

უკანასკნელი ინფორმაციით ტრავმები მოირჩინეს და პირველივე მატჩში ითამაშებენ “ბოტონის” სასტარტო ხუთეულის წევრები – რობერტ უილიამსი და მარკუს სმარტი. “გოლდენ სტეიტის” რიგებში კი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდნენ როტაციის მოთამაშეები – პეიტონ II, ანდრე იგუდალა და ოტო პორტერ ჯუნიორი.

null

Leave a comment

Your email address will not be published.