“ბოსტონმა” სუპერ ფინალი გამარჯვებით გახსნა

NBA-ს სუპერ ფინალი – განსაკუთრებული საკალათბურთო მოვლენაა, რომელიც არ ექვემდებარება არც ლოგიკას და არც სხვა რაიმე წესებს. სერიის პირველ მატჩის წინ ბევრი სტატისტიკოსი თვლიდა, რომ “გოლდენ სტეიტი” საკმაოდ მარტივად მოუგებდა “ბოსტონს”, ლოგიკა კი ბევრ ფაქტორს ემყარებოდა.

2022 წლების პლეიოფში “გოლდენ სტეიტს” ყველა საშინაო მატჩი მოგებული ქონდა 8-დან 8.

 

“ბოსტონმა” კონფერენციის 1/2 ფინალსა და ფინალში 7-7 მატჩის ჩატარება მოუწია და დასვენების დღე ფაქტიურად არ ქონია – მათი ფრენების რეისი ასე გამოიყურებოდა – ბოსტონი-მაიამი-კალიფორნია.”გოლდენ სტეიტი” კი ისვენებდა და მშვიდად ელოდებოდა მეტოქეს.

 

2022 წლის პლეიოფების ყველა სტადიაზე სერიის პირველი შეხვედრა “გოლდენ სტეიტმა” მარტივად მოიგო, “ბოსტონი” კი პირიქით  მძიმედ გამოიყურებოდა – ბოლო წამზე მოუგო “ბრუკლინს”, წააგო “მილუოკისთან” და “მაიამისთან”.

null

ორმა სუპერ დაცვითმა გუნდმა NBA-ს სუპერ ფინალი ღია კალათბურთით გახსნა და მაყურებელმაც უდიდესი სიამოვნება მიიღო – სტეფ კარიმ 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე 21 ქულა იყო.

მეორე პერიოდში “გოლდენ სტეიტის” ლიდერმა 0 ქულა დააგროვა და მისმა გუნდმაც “გაანიავა” ორციფრიანი უპირატესობა – დიდ შესვენებაზე “ბოსტონი” უკვე ლიდერის რანგში გავიდა 56:54.

როგორც წესი “ვორიორზი” მესამე მეოთხედს ბრწყინვალედ ატარებს ხოლმე და გამონაკლისი არც ამჯერად იყო – მოედანზე დაბრუნებულმა სასტარტო ხუთეულმა მეტოქეს ჯამში 38 ქულა ჩაუგდო და საკუთარი ჰანდიკაპი 12 ქულამდე გაზარდა.

წლევანდელი “სელტიქსის” ფენომენიც სწორედ ეს არის – ამ ახალგაზრდული გუნდის არცერთ წევრს NBA-ს სუპერ ფინალში არცერთი მატჩი არ ქონდა დღემდე ჩატარებული (მეტოქეს ჯამში 123) და შესაბამისად არც არავისი ეშინია. “ბოსტონმა” უკანასკნელ 12 წუთში მეტოქეს 40 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში 16 მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

“აფეთქდა” მარკუს სმარტი, რომელმაც ჯამბაზური ილეთების გამოყენებით დაიწყო ბურთების კალათში მოთავსება, ჯეისონ ტეიტუმმა აქცენტი პასებზე გააკეთა და 13 შედეგიანი გადაცემა გაშანსა, ელ ფორფორდისა და ჯეილენ ბრაუნის ზუსტმა სროლებმა კი “გოლდენ სტეიტი” წელში გადატეხა 108-120.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბოსტონის” ვეტერანი ცენტრი ელ ჰორფორდი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი იყო, 24 ქულა ქონდა ჯეილენ ბრაუნს, 21 დერიკ ვაითს. “გოლდენ სტეიტის” რიგებიდან საუკეთესო სტეფ კარი იყო – 34 ქულით, 5 მოხსნთ და 5 პასით.

“ბოსტონი” სერიაში 1:0 დაწინაურდა და საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. მომდევნო შეხვედრა 6 ივნისს, დილის 4 საათზე ისევ “გოლდენ სტეიტის” საშნაო არენაზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.