კოპა ამერიკაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მე-5 ტურის მატჩი გაიმართა. ბრაზილია ეკვადორს შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ბრაზილია უკეთესი იყო, ტიტეს შეგირდები აქტიურად უტევდნენ, თუმცა არც მეტოქე ყოფილა მშვიდად და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა.
ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა, ევერტონის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, ედერ მილიტაომ მშვენიერი თავურით გაიტანა. ამის შემდეგ კვლავ ბრაზილიამ შეუტია, თუმცა პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარში ეკვადორი გააქტიურდა და ამან შედეგი გამოიღო. ვალენსიას თავური პასის შემდეგ, მენამ ახლოდან გაიტანა.
გუნდებმა საბოლოოდ ქულები გაიყვეს ფრე 1:1. ბრაზილიამ B ჯგუფი 10 ქულით დახურა და პირველ ადგილზე გავიდა, ეკვადორი კი 3 ქულით მეოთხე პოზიციას დასჯერდა.