ბრაზილიის ნაკრებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა მოიგო. სელესაომ ფინალში ესპანეთის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის დიდმა ნაწილმა სამხრეთ ამერიკელების უპირატესობით ჩაიარა. ბრაზილიელებს ანგარიშის გახსნა 38-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა რიჩარლისონის დარტყმული პენლტისას ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა.
შეხვედრის პირველი გოლი მაინც ბრაზილიელებმა გაიტანეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე, მათეუს კუნიამ შეაგდო. კლაუდინიოს ჩაწოდების შემდეგ, შეტევა დანი ალვეშმა გააგრძელა, კუნიამ კი ძლიერი დარტყმით და გოლით დაასრულა.
ესპანეთმა ანგარიში 61-ე წუთზე გაათანაბრა. ფურია როხამ მაჯრვენა ფლანგზე ბურთი კარგად გაითამაშა, სოლერმა ჩააწოდა და ოიარსაბალმა ახლო მანძილიდან ვარდნაში გაიტანა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, 108-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ბრაზილიამ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა მალკომმა მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო, მცველს გასცდა, საჯარიმოში შევიდა და შანსი გამოიყენა.
ბრაზილიის ნაკრეებმა ოლიმპიადა ზედიზედ მეორედ მოიგო. სელესაომ მთელი ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა და თასს დამსახურებულად დაეუფლა.