“ბრაზილიაში, ბრაზილიელ ჩემპიონს, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუთი დავამარცხებთ” – ხაბიბი

ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია, რომ UFC-ს მსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩარლზ ოლივეირასა და ისლამ მახაჩევს შორის გაიმართება. ტექნიკურად, ოლივეირა ჩემპიონი არ არის, შესაბასმისად, ბრძოლა ვაკანტური ქამრისთვის გაიმართება.

ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის უახლოესი მეგობარია. ახლა ხაბიბი ისლამის მწვრთნელობასაც ითავსებს და ირწმუნება, რომ მახაჩევს შესწრევს ძალა ოლივეირას დამარცხების. იმ ოლივეირას, რომელმაც ფაქტობრივად დივიზიონი გაწმინდა – დაამარცხა ისეთი მებრძოლები როგორებიც არიან კევინ ლი, ტონი ფერგიუსონი, მაიკლ ჩენდლერი, დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი. მახაჩევის რეზიუმეში კი ყველაზე დიდი სახელი დენ ჰუკერია – ჰუკერი, რომელიც უკვე დიდი ხანია კარიერის პიკში აღარაა და მაშინაც ბრძოლას მოკლე პერიოდში დათანხმდა.

ხაბიბის აზრით, მახაჩევმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა და გამარჯვებაშიც ხელს არაფერი შეუშლის. ნურმაგომედოვმა AG Fight-თან ისაუბრა: “ადგილს მნიშვნელობა არ აქვს – თუ ეს იქნება ბრაზილია, იყოს. ბრაზილიაში ჩავალთ, შევებრძოლებით ბრაზილიელ ჩემპიონს და დავაფინიშებთ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს სტილში. გგონიათ ეს რთული იქნება? მე დარწმუნებული ვარ, რომ ისლამს ოლივეირას დაფინიშება პარტერშიც შეუძლია.

Leave a comment

Your email address will not be published.