ტოკიოს ოლიმპიადაზე ფეხბურთში ორივე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. 7 აგვისტოს ერთმანეთს ბრაზილიის და იტალიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.
1/2 ფინალი არცერთი მათგანისთვის არ ყოფილა ადვილი. ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში იაპონიას 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი 115-ე წუთზე მარკოს ასენსიომ გაიტანა.
ასევე რთული გამოდგა ბრაზილიისთვის მექსიკის ძლევა. სელესაომ მეტოქე პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა.
მართალია ბრაზილია და ესპანეთი ოლიმპიადაზე საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობებით არიან, თუმცა მათი დაპირისპირება წესით მაინც საინტერესო უნდა იყოს.