ბრაიან ჰაბანა: მამუკა გორგოძის ყველაზე მეტად მეშინოდა

სატელევიზიო შოუში რაიან ვილსონთან და მაქს ლაჰიფთან საუბრისას ლეგენდარულმა სამხრეთაფრიკელმა მორაგემ ბრაიან ჰაბანამ მამუკა გორგოძე გაიხსენა და ის ყველაზე საშიშად დაასახელა ვისთან ერთადაც გუნდში უთამაშია.

ჰაბანამ, 2007 წელს ბოკესთან ერთად მსოფლიოს თასი მოიგო და წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. მან გორგოძე ისეთ ადამიანად დაახასიათა, რომელთან უთანხმოება არცერთ შემთხვევაში არ გსურს, თუმცა ამის პარალელურად, მამუკას ძალიან მოდური ჯენტლმენი უწოდა.

კითხვაზე, ვინ აშინებდა ყველაზე მეტად რაგბის სამყაროში, ჰაბანამ უპასუხა: “ასეთი რამდენიმე ქართველი მოთამაშე იყო, მაგრამ ყველაზე საშიში, ვისთან ერთადაც მითამაშია, მამუკა გორგოძე გახლდათ.  მის გვერდით ჩავლისაც მეშინოდა. მასთან არასწორი ნაბიჯის გადადგმა არ მოგინდებოდა. ვარჯიშზე რამდენიმე ჩხუბი იყო, რომლის დროსაც მამუკამ ვიღაცები ლამის შუაზე გაგლიჯა.

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის

მამუკას მოდურად ჩაცმა უყვარდა. მაა ნონუს ერთი წყვილი ადიდასი Yeezy-ს ჰქონდა, ქანიე ვესტის ფეხსაცმელები. მაშინ ძალიან იშვიათი მოდელი იყო, ძალიან პრესტიჟული. მამუკა ამ ფეხსაცმელებს დიდი ხანი ეძებდა და მაა ნონუს ჰკითხა, ადიდასთან კონტაქტი ხომ არ ჰქონდა. ნონუმ კი უთხრა: გქონდეს, მგონი ერთი და იმავე ზომა ფეხი გვაქვსო.

მოკლედ, ადიდასები მამუკას აჩუქა და გორგოძე ძალიან მადლიერი იყო. მეორე დილით ვარჯიშზე მოდის, გასახდელში შემოდის და მამუკა დიდ დანას (ქართულ ხანჯალს) იღებს და მას აწვდის – ფეხსაცმელების გამო მადლობა მინდა გადაგიხადოო. ნონუ ძალიან გაკვირვებული ჩანდა, ჰკითხა, ამ დანას რა ვუყოო, მამუკამ კი უპასუხა, რომ მისთვის განკუთვნილი საჩუქარი იყო. შემდეგ მივხვდით, რომ ეს დაფასებისა და პატივისცემის სიმბოლო გახლდათ. მაგრამ იმ მომენტში, როცა მამუკამ მაა ნონუს გასახდელში დანა მისცა, ჩვენ დაძაბულები ვიყავით. ასეთი გამომეტყველება გვქონდა: კარგი, რაც აქ მოხდა, გარეთ არ გავიტანთ და არაფერს ვიტყვით.

All Blacks 2nd-five Ma'a Nonu takes on the Australian defence, during the Bledisloe Cup test match between the All Blacks and Wallabies, held at Eden Park on Saturday. 15 August 2015 New Zealand Heral

მაა ნონუ

მამუკა ნამდვილი ჯენტლმენია, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. არასდროს გინდა, გზაზე გადაეღობო, რადგან მისი მოქნეული მუშტები მინახავს. გორგოძე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ფორვარდად რომ არ ვთამაშობ. ვარჯიშზე მისი და მარსელო ფან დერ მერვეს ჩხუბი ყველაზე დიდი დაპირისპირება იყო, რაც ოდესმე მინახავს.”

Leave a comment

Your email address will not be published.