სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარევსაო – ამბობს ოდინდელი ხალხური ლექსი. მილანის შუახაზელი, ბრაჰიმ დიასი, თურმე „საიდუმლოდ ხვდება“ ულამაზეს ესპანელ პოპ-ვარსკვლავს, ანა მენას.
ისინი ოფიციალურ ურთიერთობას მალავენ, თუმცა პაპარაცებს რა გამოეპარებათ. ჯერ იყო და, სან რემოს ფესტივალზე შეამჩნიეს როგორ ეხუტებოდა და ეთამაშებოდა ბრაჰიმი ანას. შემდეგ კი მადრიდში დალანდეს, კინოთეატრიდან გამომავალნი.
22 წლის დიასი მილანში მეორე სეზონია თამაშობს იჯარით. მადრიდის რეალის საკუთრებაა. მიმდინარე სეზონში 26-ჯერ მოირგო როსონერის მაისურა, 4 ბურთი გაიტანა და ამდენივეჯერ საგოლედ უპასა. ისე კი, მალაგას აღზრდილია და მანჩესტერ სიტის აკადემიაშიც გაუგორებია ბურთი.
24 წლის ანა ძალიან პოპულარული ადამიანია ესპანეთში. ინსტაგრამში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ათასგვარ სერიალებში მონაწილეობს, 2018 წელს კი სადებიუტო ალბომიც ჩაწერა.