ბრიტანელი ლომებისა და ინგლისური ბრისტოლის პირველხაზელ კაილი სინკლერს 12-კვირიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მას ბრალად ედება სამხრეთ აფრიკასთან მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა მეორეხაზელის ფრანკო მოსტერტის კბენა.
მთლიანობაში თამაში ძალზედ უფერული გამოდგა და მეტწილად მორაგბეების ერთმანეთთან ძიძგილაობაში მიილია. გამორიცხული არ არის დისკვალიფიკაცია მისცენ სტიუარტ ჰოგს, მარო იტოჯეს (ორივე ბრიტანლი ლომები), ასევე სამხრეთაფრიკელებს ჩესლინ კოლბისა და ფაფ დე კლერკს.
ამასთან ერთად ეჭვობენ, რომ ბრიტანელი ლომების ფულბეკმა სტიუარტ ჰოგმა ვილი ლე რუს უკბინა. ამ ბრალდებას ჰოგმა აღშფოთებულმა უპასუხა:
“ჩემს შესახებ დაყრილი ჭორების თაობაზე მინდა განვაცხადო, რომ არაფერი უწესო სამხეთ აფრიკასთან მატჩში არ ჩამიდენია. მეტოქეს არასდროს ვკბენ. ძალიან გაწბილებული ვარ ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდების გამო. ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ რაგბის თამაშისას მის ფასეულობებს ყოველთვის ზედმიწევნით ვიცავდი”. – თქვა სტიუარტ ჰოგმა.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/SXzIz6DrU2o” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>