ბრიტანელმა ლომებმა პირველი მოიგეს

სამ.აფრიკა-ბრიტანელი ლომები 17:22

სამ.აფრიკა: ლ – დე კლერკი. 4ს – პოლარდი.

ბრიტანელი ლომები: ლ – ქოუან-დიკი. 5ს – ბიგარი (4), ფარელი. გ – ბიგარი

 

კეიპთაუნში ბრიტანელმა ლომებმა სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველი მატჩი ბოკესთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში 22:17 გაიმარჯვეს.

მატჩის პირველ ტაიმში მასპინძელთა მგეზავის ჰანდრე პოლარდის ოთხ საჯარიმოს ბრიტანელთა მეზავმა დენ ბიგარმა მხოლოდ ერთით უპასუხა და პირველი ნახევარი 12:3 დასრულდა.

თამაშის დასრულებამდე 30 წუთი იყო დარჩენილი, როცა ბოკე 17:10 იგებდა. მატჩის ბოლომდე მასპინძლებმა მონაგარს ვერაფერი შემატეს. ბიგარმა კი, სამი  საჯარიმოს გატანა შეძლო, რასაც შეცვლაზე შესულმა ოუენ ფარელმა ერთიც მიუმატა და ბრიტანელ ლომებს 22:17 მოაგებინა.

ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი ერთი კვირის თავზე ისევ კეიპთაუნში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *