“ბრუკლინის“ 11 მატჩიანი წაგებათა სერია დასრულდა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ბრუკლინმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „საკრამენტოს“ და მეტოქე 109-85 დაამარცხა. შეწყდა „ნეთსის“ 11 მატჩიანი წაგებათა სერია, რომელმაც სტარტი 24 იანვრიდან აიღო.

ნიუ იორკული გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს ახალწვეულებმა – სეტ კარიმ და ანდრე დრამონდმა. სტეფ კარის უმცროსმა ძმამ 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მოაგროვა, ანდრეს ანგარიშზე კი 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი იყო.

null

მას შემდეგ რაც „ბრუკლინმა“ ჯეიმს ჰარდენი გაცვალა „ფილადელფიაში“, გაცილებით უფრო უკეთესად ათამაშდა გუნდურობის თვალსაზრისით – ბურთი უკეთესად „მოძრაობს“ და კომბინაციებიც უფრო დალაგდა.

„კინგზთან“ მოგებულ შეხვედრაში „ნეთსის“ 5 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ზღვარს, რაც ადრე თითქმის არ ხდებოდა.

მასპინძლებმა თამაშიდან 43 ბურთი ჩააგდეს და 25 შედეგიანი გადაცემა ქონდათ. „ნეთსი“ მეტოქის კალათს 52,1%-ით უტევდა, პერიმეტრიდან კი 34,6%-ით.

სტივ ნეშის გაწვრთნილი გუნდი პირველ, მესამე და მეოთხე მეოთხედებში 19 ქულიანი სხვაობით ლიდერობდა, შესაბამისად არ გაჭირვებია მეტოქის დამარცხება, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ტრავმის გამო ისევ არ ყავდა შემადგენლობაში კევინ დურანტი, კაირი ირვინგი აუცრელობის გამო საშინაო მატჩებს ვერ თამაშობს, ხოლო ბენ სიმონსს სპორტული ფორმის ასაკრეფად დროის გარკვეული პერიოდი სჭირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *