“ბრუკლინმა“ „ლეიკერსი“ გაანადგურა

ნბა-ში სტარტი აიღო წინასასეზონო – საგამოფენო შეხვედრება. პირველ სათამაშო დღეს სუპერ დაპირისპირება შედგა – Staples Center-ში 16 000 გულშემატკივრის თვალწინ „ლეიკერსმა“ გამანადგურებელი მარცხი იწვნია „ბრუკლინისგან“ 97:123.

null

ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – „ლეიკერსს“ სხვადასხვა მიზეზების გამო არ ყავდა ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი, რასელ ვესტბრუკი და ტრევორ არიზა. „ნეთსის’ რიგებში კი არ იყვნენ კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კაირი ირვინგი, ბლეიკ გრიფინი, ჯო ჰარისი, პატ მილსი და ჯეიმს ჯონსონი.

მიუხედავად ასეთი მოთამაშეების არყოფნისა, შეხვედრის სამმა მეოთხედმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – „ბრუკლინის“ ძირითად ხუთეულში 15 წუთი ითამაშა კალათბურთში დაბრუნებულმა ლამარკუს ოლდრიჯმა, რომელმაც 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

„ლეიკერსის“ სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა – დევისი,ბეიზმორი, ჯორდანი, ჰორტონ-ტაკერი და ნანი.

null

ენტონი დევისმა, როგორც დაანონსებული იყო, მხოლოდ 11 წუთი დაყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა 6 სროლის შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მინუს 7 იყო.

უკანასკნელი, მეოთხე მეოთხედის წინ „ბრუკლინი“ 84:81 იგებდა და შეხვედრაში დიდი ინტრიგაც ნარჩუნდებოდა. „ლეიკერსს“ სწორედ ამ პერიოდში დაეწყო დიდი გამყინვარება და მასპინძელმა კალათბურთელებმა მეტოქეს 28:3 გაქცევის საშუალება მისცეს, რამაც გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედიც.

„ნეთსის“ მეორე ხუთეულის კალათბურთელებმა უკანასკნელ, 12 წუთიან პერიოდში უბრალოდ გაანადგურეს მეტოქე, საუკეთესო კი კემ ტომასი იყო, რომელმაც 22 წუთში 21 ქულა დააგროვა. 13-13 ქულა ქონდათ შარპს და დუკს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *