ბრუნო: სარკეში!..

ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებმა სარკეში უნდა ჩაიხედონ და ბევრი იმუშავონ. ეს სიტისთან დერბიში 0:2 წაგების მერე…

„ცოტა ვილაპაკოთ და ბევრი გავაკეთოთ. ისე გამოდის, რომ ერთი და იგივეზე ვსაუბრობ. შეგვიძლია შევიცვალოთ, რადგან ადრე უკვე მოხდა ასე და კრიზისიდან გამოვედით. სიტისთან რაც გავაკეთეთ, ეს კი არასაკმარისი იყო.

…გამოჩნდა, რომ ჩვენ და სიტი ერთ დონეზე ვერ ვართ. ყველამ სარკეში უნდა ჩაიხედოს და მიხვდეს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს და მეტი შეუძლია. ხასიათს ვერ შეიცვლი, მაგრამ მეტი უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს და მიხვდე, რაში უნდა მოუმატო“ (Sky Sports)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *