“ბრძოლა არასდროს მიყვარდა, საშინელება იყო ” – სენტ პიერი [VIDEO]

MMA-ს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ჯორჯ სენტ პიერმა, ინტერვიუს დროს გაამხილა რომ ბრძოლა არასდროს უყვარდა. ნიკ დიაზისა და რობი ლაუერის დაპირისპირების შემდეგ, როცა სენტ პიერს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ნიკ დიაზის დაბრუნებაზე, კანადელმა შემდეგი რამ უპასუხა:
“ბრძოლა არასდროს მიყვარდა, ეს უბრალოდ მიზნის მიღწევაში მეხმარებოდა. მიყვარს ვარჯიში, საბრძოლო მეცნიერება მაგრამ უშუალოდ ბრძოლა არა… როცა ბრძოლის დღე მქონდა, ეს წლის ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *