ბრძოლა ბრძოლამდე – რუსმა მებრძოლებმა პირისპირ დგომისას იჩხუბეს [VIDEO]

პირისპირ დგომი საბრძოლო ხელოვნების განუყოფელი ნაწილია – ეს მებრძოლების ბოლო ინტერაქციაა ოქტაგონზე შეხვედრამდე. რა არ გვინახავს პირისპირ დგომებისას – ინტენსიური თვალებში ჩახედვა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, სელფები, კოცნები, ჩახუტებები… თუმცა ის რაც რუსეთში მოხდა, ნამდვილად უპრეცენდენტოა.

ადგილობრივი საბრძოლო ორგანიზაციის, Hardcore FC-ს წინასაბრძოლო პრესკონფერენციაზე თამერლან თემიროვისა და ალექსანდრ იანშინის პირისპირ დგომი ნამდვილ ბრძოლაში გადაიზარდა – თემიროვმა მეტოქეს ჯერ მარცხენა ჰუკი უთავაზა, შემდეგ საბრძოლო დგომში დადგნენ – ჰედქიქი, ბლოკი და ამასობაში დაცვაც შემოვიდა. როცა ყველას ეგონა რომ სიტუაცია გამუხტული და ორივე მებრძოლი თავის ადგილას დააბრუნეს, იანშინი მოულოდნელად წამოხტა და სავარძელზე მჯარ თემირლანს ნახტომში ფეხი დაარტყა.

Leave a comment

Your email address will not be published.