დღეს იტალიის ნაკრები შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. სკუადრა აძურამ მეტოქე 3:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა პირველ ტურშიც ამ ანგარiშით იმარჯვეს, როცა თურქეთი უქულოდ დატოვეს.
მთლიანად იტალია შესანიშნავი იყო, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია მანუელ ლოკატელი, რომელმაც დუბლი შეასრულა და გოლების გარეშეც შესანიშნავი იყო. რობერტო მანჩინიმ ლოკატელი 86-ე წუთზე შეცვალა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა იგი ტაშით გააცილეს.
მანუელმა ანგარიში 26-ე წუთზე გაიტანა, 52-ზე დუბლი გაიფორმა, 89-ე წუთზე კი ჩირო იმობილემ მატჩს წერტილი დაუსვა.
მესამე ტურში იტალია უელსს შეხვდება, შვეიცარია კი თურქეთთან გაარკვევს ურთიერთობას.