ბრწყინვალე – ზედიზედ მერამდენე წელს გაიტანა რონალდუმ?

პრემიერლიგის გადადებული მე-18 ტურის მატჩში მანჩესტერმა ბრაიტონს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, მეორე ბურთი კი მისმა თანამემამულემ ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა.

როგორც ჟურნალისტი უილიამ ჰილი ტვიტერის საშუალებით იუწყება, კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში ზედიზედ 21-ე კალენდარულ წელს გაიტანა. რონალდუმ კარიერის სადებიუტო გოლით თავი 2002 წელს სპორტინგში თამაშისას გამოიჩინა.

კრიშტიანუ რონალდუმ წელს პირველად შეაგდო. სათქმელია, რომ მანამდე მას ზედიზედ 6 შეხვედრაში არ ჰქონდა მეტოქის კარი აღებული.

Leave a comment

Your email address will not be published.