ბრწყინვალე ნეიმარი და ფინალისტი ბრაზილია – სელესაომ პერუ დაამარცხა (ვიდეო)

კოპა ამერიკის პირველი ფინალისტი ცნობილია, ეს ბრაზილიის ნაკრებია, რომელმაც 1/2 ფინალში პერუს 1:0 სძლია.

მთელმა შეხვედრამ ბრაზილიელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. სელესაოს წესით უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგო, თუმცა ტიტეს გუნდი 1 გოლს დასჯერდა. ცალკე სათქმელია ნეიმარი, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო. შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ ნეიმარის პასით გავიდა, რომელმაც 35-ე წუთზე ლუკას პაკეტას შეაგდებინა.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა – კოლუმბიას შორის მოგებულს შეხვდება. ტურნირის მთავარი მატჩი 11 ივლისს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *