ბრწყინვალე შვეიცარია და ანტიგმირი მბაპე

ესპანეთი – ხორვატიის დაწყებული ბრწყინვალე საფეხბურთო დღე, საფრანგეთი – შვეიცარიამ ღირსეულად გააგრძელეს. მორიგ 1/8 ფინალში სწორედ ეს 2 გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და მატჩი პეტკოვიჩის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. პეტკოვიჩის შეგირდებმა მამლებს პენალტების სერიაში 5:4 მოუგეს. სათქმელია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პენალტების სერია პირველად დაინიშნა.

ანგარიში მე-15 წუთზე შვეიცარიამ გახსნა. ზიუბერის ჩაწოდების შემდეგ, სეფეროვიჩმა თავით გაიტანა. პირველ ნახევარში ფრანგებს ბევრი არაფერი შეუქმნიათ, პასიური იყო კილიან მბაპე, რომლისგანაც ბევრს ველოდით.

მეორე ტაიმი საფრანგეთმა კარგად დაიწყო, თუმცა მეორე გოლის გაშვებასთან ახლოს იყო. 55-ე წუთზე რიკარდო როდრიგესმა პენალტი დაარტყა, რომელიც უგო ლორისმა მოიგერია. ამ მომენტმა მამლებზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა და 2 წუთში შეაგდეს. მბაპეს პასის შემდეგ, ბენზემა ერთი ერთზე დარჩა და წონასწორობა აღადგინა.

2 წუთში კარიმმა დუბლი შეასრულა. ბენზემას შესანიშნავი პასის შემდეგ, გრიზმანმა დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია და ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ბენზემამ ივარგა და თავით გაიტანა. ამას 75-ე წუთზე პოგბას შესანიშნავი დარტყმა და ეფექტური გოლი მოყვა. აი ბოლო 10 წუთი კი შვეიცარიის იყო. 81-ე წუთზე ჯერ სეფეროვიჩმა გაიტანა, 90-ზე კი გავრანოვიჩმა აღადგინა წონასწორობა. 3:3 და დამატებითი დრო.

დამატებით ტაიმებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და პენალტები დაინიშნა. 10-დან 9 პენალტი ზუსტად შესრულდა, ბოლო მეათე 11 მეტრიანი კი მბაპემ დაარტყა და ბურთი სომერმა მოიგერია.

შვეიცარიის ნაკრები 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *