ბოლო დღეებში ქართულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ დინამო თბილისი ბუბა დაუშვილით არის დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.
“მოგესალმებით, მინდა განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე დინამო თბილისი არის ჩემით დაინტერესებული. ეს ცრუ ინფორმაციაა, მე აპოელის ფეხბურთელი ვარ და ბოლომდე ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. მინდა ჟურნალისტეებს ვთხოვო, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ იმიჯს, ფეხბურთელს და კლუბს, რადგან მსგავსი ცრუ ინფორმაციები აზარალებს კლუბსაც და ფეხბურთელსაც. თუ რაიმეს გაიგებენ ვთხოვ, რომ გადაამოწმონ გუნდთან და ფეხბურთელთან.”-განაცხადა დაუშვილმა სოციალურ ქსელში.
ბუბა დაუშვილი ამჟამად ნიქოზიის აპოელის ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში კვიპროსულ გუნდთან ერთად 7 მატჩი ჩაატარა.