საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრები ხვალ და ზეგ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს.
პირველ, ზაგრების ეტაპზე ჩვენმა გოგონებმა მოლდოვა ორჯერ დაამარცხეს და მე-7 ადგილი დაიკავეს. ხორვატიაში არ უთამაშიათ დანიისა და ნორვეგიის გუნდებს. თუმცა, ამჯერად ისინი ტურნირზე დაბრუნდნენ.
10 ივლისს ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები თასის ნახევარფინალში იბრძოლებენ, მესამე-მეოთხე მე-5-მე-8 ადგილებისთვის, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-9 პოზიციას გაითამაშებენ.
ზაგრების ეტაპის შემდეგ ჩვენს შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გუნდის კაპიტანის, ნათია გავაშელიშვილის ნაცვლად უნგრეთში ანი კაპანაძე გაემგზავრა. კაპიტანი კი, თეონა ჩიტაიშვილი იქნება.
საქართველოს ნაკრები
სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი, კაპ.), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი)