ბუნდესლიგა წუთიერი დუმილით დაიწყება

 

გერმანიის ბუნდესლიგაში მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

DFL-მა (გერმანიის ფეხბურთის ლიგა) რეკომენდაცია ამის შესახებ როგორც ბუნდესლიგა 1-ის, ასევე ბუნდესლიგა 2-ის კლუბებს გაუწია.

“DFL უკრაინაში რუსეთის შეჭრას მკაცრად გმობს. ომი მიუღებელი და სპორტისთვის შეუთავსებელია.

მსხვერპლთა გამო შეშფოთებულნი ვართ. DFL კონტაქტს როგორც ნაციონალურ, ისე მსოფლიო დონეზე ინარჩუნებს.

მშვიდობისადმი ერთგულების ნიშნად, ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის გუნდებს რეკომენდაციას ვუწევთ, მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყონ”

 

Leave a comment

Your email address will not be published.