მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინგლისი-არგენტინის მეოთხედფინალურ მატჩში დიეგო მარადონას მიერ ხელით გატანილი გოლი ხომ იცით? გოლი, რომელიც შემდეგ ღმერთის ხელად მოინათლა… ჰოდა, ახლა ტუნისელი არბიტრი, ალი ბენ-ნასერი, იმ ბურთს, რომელსაც მარადონამ ხელი შეახო 16 ნოემბერს ინგლისში აუქციონზე გასაყიდად გაიტანს. საწყისი ფასი 2,5-დან 3 მილიონ გირვანქამდე იქნება.
„ეს ბურთი საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და მოვიდა დრო ის ფართო საზოგადოებამაც იხილოს. მექსიკის მუნდიალზე 42 არბიტრს შორის ვიყავი. მაშინ აფრიკელ არბიტრებს დიდად არ წყალობდნენ, მაგრამ ამ მატჩის განსჯა მე მომანდეს, რაც უდიდესი პატივი და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გახდათ.“ – ამბობს ბენ-ნასერი.
შეეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ამ მატჩის მარადონას მაისურა 7 მილიონ გირვანქად გაიყიდა.