ბუფონი: “დონარუმას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა დონარუმას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თანამემამულეს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია

“ჩემი აზრით, მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ხარისხის თამაშს გვაჩვენებს. ჯანლუიჯი ოქროს ბურთისკენ უნდა ისწრაფოდეს.

როდესაც 18 წლის ვიყავი, ჟურნალისტმა მკითხა: “ამბობენ, რომ თქვენ იაშინის მერე საუკეთესო მეკარე გახდებით”, რაზეც ვუპასუხე: “რატომ მეორე? ვინ თქვა რომ პირველი არა?”

როდესაც ახალგაზრდა ხარ, მინიმალურით არ უნდა დაკმაყოფილდე, მუდამ მაქსიმუმისკენ უნდა ისწრაფოდე,” – თქვა ბუფონმა

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *