ბუფონი: ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაში არ მინდოდა…

ჯანლუიჯი ბუფონმა გაიხსენა, თუ რომელ სანაკრებო მატჩში ინერვიულა ყველაზე მეტად. ლეგენდარულმა ჯიჯიმ სანაკრებო დებიუტზე თქვა, როცა იტალიას თოვლჭყაპში და ქარში მოუწია რუსეთთან თამაში… ეს 1997 წელს, მოსკოვში.

ჯანლუკა პალიუკა ტრავმირებული იყო და პარმას 19 წლის მეკარე ჩადგა კარში.

„რუსეთში იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაში არ მინდოდა. რა თქმა უნდა, ამინდის გამო. თუმცა ამასთნ იყო ნერვიულობა, ასეთი საპასუხისმგებლო მატჩი გვქონდა. თუმცა როცა მოედანზე შევედი და ხაზს გადავაბიჯე, ვთქვი: „მორჩა, ახლა უნდა გავიხარო, ვიმღერო და ვიცეკვო!“.

რუსეთი-იტალია 1:1 დასრულდა, მერე კი სკუადრამ შინ 1:0 მოიგო.

ისე, იტალიას რომ იმ თოვლჭყაპში ფლეი-ოფი მოუწია, საქართველოს ნაკრების „დამსახურებაა“. ჯგუფის ბოლოსწინა ტურში საქართველომ თბილისში 0:0 ითამაშა აპენინელებთან და საქმე გაურთულათ. საბოლოოდ, ჯგუფიდან ინგლისი პირდაპირ გავიდა, იტალიას კი რუსეთთან ბრძოლა დასჭირდა.

Leave a comment

Your email address will not be published.