ბუფონმა ბარსელონას პასუხი შეუთვალა

ბარსელონა ლეგენდარული მეკარით დაინტერესდა და ბუფონის პასუხმა არ დააყოვნა

გადაწყვეტილი, რომ ჯიჯი ბუფონი ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. მას იუვენტუსთან კონტრაქტი ეწურება და ცნობილია, რომ ბიანკონერისთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

ამ ამბის გავრცელებიდან მალევე მისდამი ინტერესი ბარსელონამ გამოთქვა, ჯიჯის პასუხმაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ბლაუგრანაში თამაშით არ არის დაინტერესებული. აღნიშნული ცნობა Diario Sport-მა გაავრცელა.

ბუფონი იუვენტუსში 2001 წელს პარმადან გადავიდა და ყველა დროის ერთერთ საუკეთესო მეკარედ იქცა. იუვესთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო. ბუფონმა იუვენტუსი 2018 წელს დატოვა და პსჟ-ში გადავიდა, 1 წლის შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდა. 43 წლის ბუფონმა ბოლო სეზონში 8 მატჩი გამართა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *