ბუღრიძე დილადან მიდის – “შემოთავაზებები ქართული და უცხოური გუნდებიდან მაქვს”

23 წლის ნახევარმცველმა ირაკლი ბუღრიძემ გორის დილა დატოვა. ეს მან Leadersport.ge-სთან საუბრისას თავად განაცხადა. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, მას ქართული და უცხოური გუნდები იწვევენ.

“გადაწყვეტილია, რომ დილაში აღარ ვითამაშებ. ჯერ ზუსტად არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას. შემოთავაზებები ქართული და ყაზახური გუნდებიდან მაქვს. ყველაფერი იანვარში გაირკვევა.”-განაცხადა ბუღრიძემ.

ბუღრიძემ კარიერა ლოკომოტივში დაიწყო. შემდეგ იყო ჩიხურა, ბელგიური ბეერსხოტი, დინამო თბილისი და 2021 წლის სეზონი გორის დილაში გაატარა, სადაც 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *