ირაკლი ბუღრიძე კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. Leadersport.ge-ს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა მიაწოდა. 24 წლის გარემარბმა ქუთაისურ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბუღრიძე ბოლოს გორის დილაში თამაშობდა, სადაც 1 სეზონი დაჰყო. დემჩენკოს გუნდში მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ამიტომაც წასვლა არჩია. ირაკლის ყაზახური გუნდიც იწვევდა, თუმცა ყაზახეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში დარჩენა არჩია.
რაც შეეხება ტორპედოს, შეგახსენებთ, რომ გუნდმა ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი-აუტით შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ბუღრიძეს გია ცეცაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვს. გამოცდილი სპეციალისტი ირაკლის მწვრთნელი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში გახლდათ.