გააუპატიურა, მაგრამ შეიძლება არ დაიჭირონ…

 

ესპანეთში უცნაური რამ ხდება. ალმერიას სასამართლომ, სელტას შემტევი, სანტი მინა ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნო, 4 წელი მიუსაჯა, თუმცა ფეხბურთელი შესაძლოა არ დაიჭირონ.

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა განაჩენი გაასაჩივრა, ირწმუნება რომ ქალთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ ეს ორმხრივი თანხმობით მოხდა. ძალიან მცირე შანსია, რომ სასამართლო მას სრულიად უდანაშაულოდ ცნობს, მაგრამ სასჯელს რომ თავი აარიდოს, შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ ესპანური კანონმდებლობით, თუ სასჯელის სახით მოქალაქეს 2 წელზე მცირე დრო შეეფარდა, ის შესაძლებელია პირობითით შეიცვალოს. სანტი მინას მხარე ვადის შემცირებისთვის ყველაფერს აკეთებს.

სელტამ ფეხბურთელი პირველი გუნდიდან მოკვეთა, თუმცა ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშის უფლება მისცა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.