გადამწყვეტი სეტის მეფე – კასპერ რუუდი

დასრულდა მორიგი საჩოგბურთო სეზონი და ATP აგრძელებს შედეგების შეჯამებას. მსოფლიო რეიტინგის მე-8 ჩოგანმა კასპერ რუუდმა 2021 წელს ყველაზე მეტჯერ შეძლო გადამწყვეტი მესამე ან მეხუთე სეტის მოგება. ნორვეგიელმა ჯამში 18-ჯერ ითამაშა გადამწყვეტი სეტი, საიდანაც 15 მოიგო (83%).

1. კასპერ რუუდი 83% (15-3)

2. მატეო ბერეტინი – 81% (9-2)

3. დანილ მედვედევი – 74% (14:5)

4. ფედერიკო კორია – 73% (8:3)

5. კარლოს ალკარასი – 71% (10:4)

null

პრიზი – „წლის დაბრუნება“ გადაეცა მაკენზი მაკდონალდს. სერიოზული ტრავმის შემდეგ ამერიკელი ჩგბურთელი დაუბრუნდა ATP TOUR-ს, 194-ე პოზიციიდან 55-ე საფეხურამდე აღზევდა და კარიერაში პირველად გავიდა 500-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში (ვაშინგტონი).

null

პრიზი – „წლის პროგრესი“ გადაეცა ასლან კარაცევს. გასულ სეზონი 28 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ტოპ 100-ის მიღმა დაიწყო, თუმცა წელიწადის მიწურულს ის ტოპ 20-ის მკვიდრი გახდა.
ასლანმა 2021 წელს მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გასვლა, მოიგო ერთეულთა 2 ტურნირი, ხოლო ფინალებში ითამაშა ოლიმპიადასა და როლან გაროსზე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლამდე კარაცევს ATP TOUR-ზე მხოლოდ 2 მატჩი ქონდა მოგებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *