გასულ კვირა დღეს მილანმა თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა. სასუოლოს მაპეის სტადიონზე მათ ადგილობრივი გუნდი 0:3 დაამარცხეს. დაჯილდოების ცერემონიაც შთამბეჭდავი გახლდათ. შამპანურებით, სიგარებით და ასე შემდეგ.
ცერემონიისას ერთი მცირე კაზუსი მოხდა. თითქოს ვერავინ შეამჩნია, მაგრამ ტელეკამერა ახლო ხედით იღებდა და მილიონობით მაყურებელმა იხილა.
სერია A-ს მუშაკ მომხიბლავ გოგონას სკუდეტოს თასი გამოჰქონდა სტადიონის გვირაბიდან, როცა უცებ შეტორტმანდა და თასი საფეთქელზე მიეხეთქა, კინაღამ გაუვარდა. წამით გაირინდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად მიიტანა. ჩემპიონმა მთელი თასი ჩაიბარა.