19 ივლისს, ბაშოს შემდგომ შეხვედრაზე, სათათბირო საბჭომ ტერუნოფუჯის იოკოძუნად გახდომას მხარი ერთხმად დაუჭირა.
მონღოლი დიდი ჩემპიონი ისტორიაში 73-ე იოკოძუნა იქნება.
პროცედურა ასე გამოიყურება:
* 21 ივლისს, სპეციალური საბჭო შეიკრიბება, ბანძუკესა (სუმოტორების რეიტინგ სიაა) და მიღების ცერემონიალის განსახილველად
* 22 ივლისს – “ცუნა უჩი” – იოკოძუნას თოკი დამზადდება და ტერუნოფუჯის დოჰიო-ირისთვის (ტრადიციული რიტუალი, რომელსაც იოკოძუნა ატარებს) მოამზადებენ
* 23 ივლისს – ტერუნოსთვის პირველი დოჰიო-ირი ტოკიოში გაიმართება
შესაძლებელია, 23-ის ღონისძიება გადაიდოს, რადგან ამ დღეს სტარტს ოლიმპიური თამაშებიც იღებს…