“გავამხნევოთ ლიანა… კომენტარებს ვკითხულობთ” – დვალიშვილი ვიდეოს ავრცელებს

დღევანდელ დაპირისპირებაში, ლიანა ჯოჯუა სამ რაუნდიანი ორთაბრძოლის შემდეგ კორტნი კეისისთან დამარცხდა. ლას ვეგასში გამართულ ბრძოლაზე, ლიანას კუთხეში კიდევ ერთი ქართველი UFC-ს მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი იდგა. მერაბი და ლიანა ახლო მეგობრები არიან – დვალიშვილი ლიანას მომზადების ვიდეოებს ინსტაგრამ გვერდზე აქტიურად ავრცელებდა. რამდენიმე წუთის წინ მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაომარი ჯოჯუა სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ. ვიდეოს მერაბმა შემდეგი წარწერაც დაურთო:

“გთხოვთ, გავამხნევოთ ლიანა ჯოჯუა. ჩვენ ყველა თქვენს პოზიტიურ თუ უარყოფით კომენტარს ვხედავთ და ვკითხულობთ”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *