ბარსელონაში, ჩანს, საერთოდ დაკარგეს იმედი, რომ ანტუან გრიზმანს ოდესმე მაინც გაყიდიან.
არც თავად უნდათ ფასის დაკლება და გრიზმანის 8 მილიონი ევრო ხელფასიც მძიმე ტვირთად აწვება მსურველს.
ამჯერად ბარსელონას ფული არ უხსენებია – უბრალოდ ავდგეთ და ჩვენი ანტუან გრიზმანი თქვენს პაულო დიბალაში გავცვლოთო. ჯერჯერობით იუვენტუსი ჩუმადაა.
დიბალა უკვე გამოცდილი ფორვარდია და გოლებზე უკეთ პარტნიორების დახმარება, ანუ მათთვის თავისუფალი სივრცის შექმნა გამოსდის. შარშან 20 მატჩში 27 წლის ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
რაც შეეხება 30 წლის გრიზმანს, 36 მატჩში 13 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩაშლის პირასაა გრიზმანის ატლეტიკოელ საულზე გაცვლის პროცესიც. ფრანგი კია თანახმა, ატლეტიკოს სიყვარულით ხელფასიც დაიკლოს, მაგრამ ახლა საული შეჯდა ოხფეხა ურქო პირუტყვზე – ბარსელონაში ბევრს წუწუნებენ, ინგლისიდან კი ისეთი შემოთავაზებები მაქვს, ფულის დათვლას ვერ მოვასწრებ, ხოლმეო…