გაიცანით: მესის დიდი ოჯახი

ლიონელ მესიმ კორონავირუსი მოიხადა და მალე მინდორს დაუბრუნდება. მან საფრანგეთის ჩემპიონატის ორი მატჩი გამოტოვა, თუმცა რამდენიმე დღის წინათ ინსტაგრამში დაწერა, – თითქმის მზად ვარო.

ამასობაში კი აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს და მან არგენტინაში, მშობლიურ სახლშიც მოასწრო „შერბენა.“ შემდეგ კი ინსტაგრამშივე 301 მილიონი გამომწერის გასახარად, ოჯახური ფოტო დადო. არადა, მსგავსი სურათების გამოქვეყნება მაინცდამაინც არ უყვარს.

ალბათ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოა ვინ არიან ისინი. ლეოს მშობლები, ორი ძმა და ერთი და ჰყავს.

Argentine ace Messi shared this snap on Instagram of his family

როდრიგო

41 წლის როდრიგო ლეოს უფროსი ძმაა. წარმატებული ადამიანია. სპორტული ბიზნესის სააგენტოს ფლობს და მილიონებსაც ეთამაშება. ამას წინათ, მასთან ჩელსის მცველი ანდრეას კრისტიანსენიც გაერთიანდა.

მატიასი

შუათანა ძმას, 39 წლის მატიასს, სხვა ისტორია აქვს. მას 2018 წელს იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ორწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მალევე პატიმრობა საზოგადოებრივი სამუშაოებით შეუცვალეს და ციხეს გადარჩა. მსგავსი პრობლემები მას 2008 და 2015 წლებშიც ჰქონია.

მარია

მესის და, მარია, 28 წლისაა და დიზაინით ირთობს თავს. ახლახან მან ბიკინის ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც მალე გაიყიდება ჯერ მშობლიურ როსარიოში, შემდეგ მთელ არგენტინაში.

მისი დიზაინი თურმე ფერადოვნობით გამოირჩევა. რამდენიმე წლის წინათ კი ცნობილი დიზაინერის, ტომი ჰელფინგერის დასთან, ვირჯინია ჰელფინგერთან თანამშრომლობდა.

სელია მარია კუჩიტინი

მესის დედა, სელია მარია, თავის დროზე მაგნიტების დასამზადებელ ქარხანაში მუშაობდა. პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელს მოექცა, როცა ლეოსა და ანტონელა როკუცოს ქორწილში ტრადიცია დაარღვია და თეთრი კაბით გამოცხადდა. თურმე არგენტინული წესით, ქორწილში თეთრი სამოსი პატარძლის გარდა არავის უნდა ეცვას, თუ ვინმე გაბედავს, ეს გარშემომყოფთა დიდ შეურაცხყოფად აღიქმება.

ხორხე

64 წლის მამა, ხორხე, ადრე ასევე ქარხანაში მუშაობდა, სადაც ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებდნენ. არგენტინული გამოცემები აღნიშნავენ, რომ ხორხეს ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარს ლეო და ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მის საკეთილდღეოდ.

Messi's sister Maria (right) has recently launched her own bikini range

Jorge Messi has overseen Messi's career since he was a child

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.