აფრიკელი ფეხბურთელები თავ-თავის ეროვნულ გუნდებში გაემგზავრნენ აფრიკის ეროვნებათა თასზე სათამაშოდ, რომელიც კამერუნში ტარდება და 9 იანვარს დაიწყება.
ლივერპულის ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, მო სალაჰმა, ტვიტერში ფოტო გამოაქვეყნა თვითმფრინავიდან, სადაც ის ასტონ ვილას თანამენაკრებე, მძინარე მაჰმუდ ტრეზეგესთან ერთადაა გამოსახული. მო აშკარად ანცობის ხასიათზეა.
ყველამ შეამჩნია სალაჰის ახალი ვარცხნილობა, რომელიც მან საგანგებოდ გაიკეთა ტურნირისთვის.
ეგვიპტის ნაკრები პირველ შეხვედრას 11 იანვარს გამართავს ნიგერიის წინააღმდეგ. მათი თანაჯგუფელები ასევე სუდანი და გვინეა-ბისაუ არიან.
სალაჰს წარმატების სჯერა და იმედოვნებს, რომ 6 თებერვალს, ფინალში სწორედ მისი ეგვიპტე ითამაშებს.