22 წლის კონორ გალახერი ჩელსის საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით პრემიერლიგის კრისტალ პალასში თამაშობს. ბოლო დროს დიდებულ თამაშს აჩვენებს. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში შვიდი გოლი გაიტანა, რაც ამ ასაკის ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია. ყურადღებამაც არ დააყოვნა და გასულ ნოემბერს, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.
სხვათა შორის, გალახერი ინგლისის იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო, რომელიც 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კარიერა წარმატებით ვითარდება და არც პირად ცხოვრებაშია ჯაბანი. უმშვენიერესი 23 წლის ირლანდიელი შეყვარებული მეი კენედი ჰყავს – პროფესიონალი მოცეკვავე და მოდელი. ისინი თურმე უკვე სამი წელიწადია ერთად არიან.
მეი ირლანდიაში, კორკის საგრაფოში გაზრდილა და თავიდანვე გამორჩეული ყოფილა თანატოლებში. მერე ის ლონდონის ბრჭყვიალა ნათურებს მოუხიბლავს და მოცეკვავეობაც გადაუწყვეტავს.
ორივეს ძალიან ჰყვარებია მოგზაურობა.