გალტიე: მესი 17 წელია ასე თამაშობს, რას უნდა გავეკვირვებინე?!

პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს, კრისტოფერ გალტიეს სჯერა, რომ მესის წარმატებული სეზონი ექნება.

კლერმონტთან გამართულ მატჩში (5:0), არგენტინელმა დუბლი შეასრულა და ნეიმარიც საგოლე გადაცემით მოამარაგა

ჟურნალისტი: “მესიმ საოცარი გოლი გაიტანა. ამდენი წლის შემდეგ, გაგაკვირვათ ამ ფაქტმა?

გალტიე: მესის დარტყმით გაოცებული ვარ თუ არა? – არა! მისი გოლი მომეწონა. ის ამ დონეზე 17 წელია თამაშობს. წინა სეზონი რთული გამოუვიდა, მაგრამ ახლა ყველაფერს უმკლავდება. მანამდე, სეზონში 30 გოლს მაინც იტანდა.

ლეოს სრული წინა სასეზონო მომზადება ჰქონდა, პირადი ცხოვრება მოაწესრიგა, კლუბში ადაპტაცია გაიარა, გუნდს და პარტნიორებს შეეჩვია. ახლა ყველა მიზეზი გამოირიცხა, რათა დიდებული სეზონი არ ჰქონდეს.

მბაპესთან ერთად, მისი შემტევი ძალა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება,”- თქვა გალტიემ.

Leave a comment

Your email address will not be published.