გუშინ “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში “ატლანტა” 120-116 დაამარცხა, დღეს გამთენიისას კი ჟაკ ვონის შეგირდებს მორიგი მატჩის ჩატარება უწევდათ – ამჯერად “ინდიანას” წინააღმდეგ.
“ნეთსის” სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა 9 წამყვანი კალათბურთელის გარეშე გამოსულიყო სათამაშოდ:
1. კევინ დურანტს მუხლის არეში მცირე ტკივილი ქონდა და დაასვენეს.
2. კაირი ირვინგს კუნთი აქვს დაჭიმული
3. ბენ სიმონსს საზარდულის მცირე ტრავმა აქვს.
4. კლექსტონს მუხლის ხრტილი აქვს დაზიანებული.
5. სეტ კარის მარჯვენა ტერფის ტრავმა აქვს.
6. ჯო ჰარისს მარცხენა ტერფის ტრავმა აწუხებს.
7. ტი ჯეი ვორენს კოჭი აქვს დაზიანებული
8. რაის ონილს ოჯახური პრობლემების გამო უწევდა მატჩის გამოტოვება.
შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, “ნეთს” განაცხადში 9 ჯანმრთელი კალათბურთელი დარჩა:ტომასი, მილსი, შარპი, კესლერ ედვარდსი, მარკიფ მორისი, ედმონდ სამნერი,იუტა ვატანაბე, დევიდ დიუკი, ალონდე უილიამსი.
შეგახსენებთ, რომ დიუკს და უილიამსს ორმაგი კონტრაქტები აკავშირებთ გუნდთან და უმეტესად G ლიგაში უწევთ თამაში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მასპინძელ “ინდიანას” იდეალური შანსი ქონდა დაემარცხებინა ტრავმებისგან დასუსტებული მეტოქე, თუმცა რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა სენსაციური მარცხი იწვნია “ბრუკლინის” ფაქტიურად მეორე გუნდთან 133-136.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბრუკლინის” სნაიპერი – კემ ტომასი გახდა, რომელმაც გაიმეორა თავისი პირადი რეკორდი – 33 ქულა.
ძალიან კარგად გამოიყურებოდა პატრკი მილსი – ავსტრალიელმა მეტოქეს 24 ქულა ჩაუგდო. შესანიშნავად ითამაშა შარპმა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა 20 ქულა+12 მოხსნა.
“ინდიანას” რიგებში გამოირჩა ტაირიზ ჰალიბარტონი, რომელმაც 35 ქულა დააგროვა და 9 შედეგიანი პასიც მიაწოდა თანაგუნდელებს.
“პეისერზის” რიგებში ისევ არ უთამაშია გოგა ბითაძეს.ქართველი ცენტრი განაცხადში გახლდათ, თუმცა მას ისევ არ ენდო “ინდიანას” სამწვრთნელო შტაბი.