“გამარჯობა, გენაცვალე” – მოვსარ ევლოევი ქართველ ხალხს მიმართავს

ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის ორთაბრძოლა UFC 270-ზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ინგუში მებრძოლი ბრძოლას კორონა ვირუსის გამო ჩაეხსნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქართველსა და ინგუშს შორის თრეშ-თოქი არ წყდება, რასაც ინგუში მებრძოლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ხალხს მიმართა.

“გამარჯობა, გენაცვალე!!! ძვირფასო ქართველებო, ამას პირადად ნუ მიიღებთ (ნაგულისხმებია თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება), თქვენი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემა გამაჩნია. საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აერთიანებდათ. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ქართველისთვის.” – წერს ინგუში მებრძოლი სოციალურ ქსელში

 

271781707-308967161177657-3666529641013581952-n

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *