“გამექეცი, მაგრამ მალე მაინც დაგიჭერ” – თოფურია ევლოევს პასუხობს

დაძაბულობა ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის გრძელდება. მოგეხსენებათ, დაუმარცხებელი ქართველისა და ინგუშის ბრძოლა 23 იანვრისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა არ შედგა – ევლოევი კოვიდ ინფიცირების გამო ბრძოლას 2 კვირით ადრე გამოეთიშა. თოფურიამ დენ იგე გამოიწვია, თუმცა ამ იგემ ბრძოლაზე უარი თქვა და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ამერიკელი მებრძოლი 5 ივნისს მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.

ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის დაძაბულოა ევლოევის განცხადებით დაიწყო, როცა მან ქართველ მებრძოლს წითელი ტილო უწოდა, რასაც თოფურიასგან შესაბამისი რეაქცია მოყვა. ილია განსაკუთრებით გააბრაზა თრეშ თოქის ფონზე ევლოევის ბრძოლიდან გამოთიშვამ და ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ჩეჩენს მშიშარა ვირთხას უწოდებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოვსარს ახალი მეტოქე ჰყავს მისი ყურადღება კვლავ ილიასკენაა. დღეს ევლოევმა ინსტაგრამ სთორიზე, სადაც მისი ვარჯიშის კადრებია ასახული, თოფურია მონიშნა. საპასუხო სთორი ილიამ მალევე განათავსა წარწერით: “გამექეცი, მაგრამ მალე მაინც დაგიჭერ”.

Leave a comment

Your email address will not be published.