NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მემფისმა” საკუთარ FEDEX FORUM-ზე უმასპინძლა “პორტლენდს”.
შეხვედრის მთავარი ინტრიგა ვარსკვლავი გამთამაშებლების დაპირისპირება გახლდათ – ჯა მორანტი დემიენ ლილარდის წინააღმდეგ.
“ბლეიზერსის” პლეიმეიქერმა ყველა საკალათურთო კომპონენტში დაჯაბნა მასპინძელთა ფავორიტი კალათბურთელი და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა 122-112.
ლილარდმა პარკეტზე 40 წუთი წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 42 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. დამიენმა 22 ბურთი ესროლა კალათისკენ და 11 ზუსტად ჩააგდო.
მორანტმა 34 წუთში 32 ქულა+9 მოხსნა+12 პასი დააგროვა, რაც არაა ურიგო მაჩვენებელი, თუმცა მატჩის მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.
მხიარული მატჩი გაიმართა სან ანტონიოში, სადაც ადგილობრივი “სპურსი” საკრამენტოს” დაუპირისპირდა. უხვქულიანი დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 119:109.
“კინგზის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა საბონისი+ფოქსის ვარსკვლავურმა დუეტმა. ლიეტუვურ/ამერიკულმა ტანდემმა “სპურსს” ჯამში 65 ქულა ჩაუგდო.
საბონისმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 34 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
დაარონ ფოქსის აქტივში 31 ქულა, 10 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ.
“საკრამენტომ” უკანასკნელი 10 მატჩიდან 7 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.